ჩინეთი რუსეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჯარებს გაგზავნის

ჩინეთი რუსეთში „ვოსტოკის“ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჯარებს გაგზავნის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა დღევანდელ საერთაშორისო და რეგიონულ ვითარებასთან დაკავშირებული არ არის.

სამხედრო წვრთნებში („ვოსტოკ“), რომელიც 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, ასევე მონაწილეობენ სამხედროები ინდოეთიდან, ბელარუსიდან, მონღოლეთიდან და ტაჯიკეთიდან.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა რუსეთთან ორმხრივი ყოველწლიური თანამშრომლობის შეთანხმების ნაწილია.

„მიზანია მონაწილე ქვეყნების ჯარებთან პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავება, მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლება და უსაფრთხოების სხვადასხვა საფრთხეებზე რეაგირების უნარის გაძლიერება“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები