გუტერეში უკრაინაში ზელენსკისთან და ერდოღანთან შესახვედრად ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ლვოლვში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

ლიდერებს შორის მოლაპარაკება 18 აგვისტოს შედგება, რის შემდეგაც, უკვე 19 აგვისტოს, გუტერეში ოდესაში გაემგზავრება, სადაც გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე მარცვლეულის ექსპორტი განახლდა.

როგორც მანამდე გაეროს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, გუტერეში ზელენსკისთან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას და რუსეთთან კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ ისაუბრებს.

20 აგვისტოს გუტერეში სტამბოლში ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს ეწვევა, რომელიც რუსი, უკრაინელი, თურქი და გაეროს ოფიციალური პირებისგან შედგება, რომლებიც უკრაინული მარცვლეულისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები