17 აგვისტო ზურა დოიჯაშვილის დაბადების დღეა

17 აგვისტოს, ცნობილი ქართველი მომღერლის, თბილისის კოლორიტული პიროვნების ზურა დოიჯაშვილის დაბადების დღეა. იგი 59 წლის გახდებოდა…
ზურაბ დოიჯაშვილი დაიბადა 1963 წლის 17 აგვისტოს თბილისში. პროფესიით მშენებელი იყო.
მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიმღერით – „სად არ ვიყავი, სად არა“. დიდი პოპულარობა მოუტანა ზურაბ მანაგაძის სიმღერამ – „მელიქიშვილის გამზირი“. გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ, აგრეთვე მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში, შეასრულა როლი ქართულ ტელესერიალში „ცხელი ძაღლი“.
2012-2015 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 2018 წელს ფინანსური პრობლემების გამო დოიჯაშვილი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.  ჯანმრთელობის გაუარესების გამო მომღერალი თვეების განმავლობაში თელ-ავივის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
გარდაიცვალა 2021 წლის 14 თებერვალს თელ-ავივში, ისრაელში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. 22 თებერვალს თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. იყო ისრაელის მოქალაქე.დარჩა მეუღლე – ქეთი ვადაჭკორია და სამი შვილი.
2020 წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
„მელიქიშვილის გამზირი“, „მენატრება თბილისი“, „ამოდი, მზეო“… მისი ეს სიმღერები დიდხანს არ ჩამოვა ქართული ესტრადის სცენიდან…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები