მედიის ცნობით, „ენერგოატომის“ ვებგვერდზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა

უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ ვებგვერდზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს, 2022 წლის 16 აგვისტოს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ ყველაზე ძლიერი ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა „ენერგოატომზე“. მასზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მედიის ცნობით, როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულ კიბერთავდასხმას საიტის მუშაობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია და მომხმარებლისთვის ის შეუმჩნეველი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები