ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა

ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალში“ მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 17-18 აგვისტო სომხეთში გლოვის დღეებად გამოცხადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს, პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი, ხოლო ათობით პირი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები