ანტონიო გუტერეში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში 18 აგვისტოს უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

როგორც გაეროს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, გუტერეში ზელენსკის დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში შეხვდება, სადაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების და რუსეთთან კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ ისაუბრებს.

მისივე ინფორმაციით, გაეროს გენერალური მდივანი 19 აგვისტოს ქალაქ ოდესას ეწვევა, სადაც გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე მარცვლეულის ექსპორტი განახლდა.

ამასთან, 20 აგვისტოს გუტერეში სტამბოლში ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს ეწვევა, რომელიც რუსი, უკრაინელი, თურქი და გაეროს ოფიციალური პირებისგან შედგება, რომლებიც უკრაინული მარცვლეულისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები