ფინეთი რუსებზე ტურისტული ვიზების გაცემას შეამცირებს

ფინეთი 1-ლი სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ განაცხადა, წერს Yle.

უწყებამ ვიზების გაცემის პრიორიტეტები მოამზადა, რომლის მიხედვით, უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც ვიზა ოჯახური მიზეზით დასჭირდება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი სისტემა ტურისტული ვიზების რაოდენობას შეამცირებს.

გარდა ამისა, ფინეთმა, შესაძლოა რუსი ჟურნალისტებისთვის და აქტივისტებისთვის, რომლებიც იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ, ახალი ტიპის ჰუმანიტარული ვიზები შემოიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები