ლარი გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7877 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0788 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8426 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7880 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0546 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები