ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაშავებულები

ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ორი დაშავებული კლინიკა „მედალფაში”, ხოლო მესამე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციითვე, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები