ბექა დავითულიანი: სახელისუფლებო ძალა შეასრულებს 12 რეკომენდაციის 11/5 პუნქტს, იმედი გვაქვს, ამ ნახევარ პუნქტს შეასრულებს ოპოზიცია
“სახელისუფლებო ძალა შეასრულებს იმ 12 რეკომენდაციის 11/5 პუნქტს რაც მათზეა დამოკიდებული და იმედი გვაქვს, ამ ნახევარ პუნქტს შეასრულებს ოპოზიცია, რომელიც მათზეა დამოკიდებული და რომელიც წერია რეკომენდაციებში”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა დავითულიანმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება ნონსენსია.
“ჩვენ ახალ წლამდე 11/5 პუნქტს შევასრულებთ. დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებენ და პარალელურად ვიღაცები გამოდიან ამბობენ, რომ ამ ჯგუფში მუშაობა არ შეიძლება, ეს რეკომენდაციები მათ არ უნდა აღასრულონ და უნდა აღასრულოს იმ ხალხმა, რომელიც ხელისუფლებაში არ არის, რაც თავისთავად, ნონსენსია. ამავდროულად, გარკვეული პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, რომ დამთავრდა ყველაფერი რევოლუციის დროა”, – განაცხადა დავითულიანმა.