„ვიწრო ხიდი“ – კინოჩვენება და დისკუსია გაიმართება

16 აგვისტოს, 19:00 საათზე, კაფე „მზიური“, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბისა და ყვარლის ევროკლუბის ორგანიზებით, ფილმ  „ვიწრო ხიდის”.ჩვენებას  და დისკუსიას უმასპინძლებს.
ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მიმდინარე სამართლის უზენაესობის პროგრამა, ღია საზოგადოების ფონდი და უკრაინის საელჩო.
„2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ომი უკრაინაში 5 თვეზე მეტია გრძელდება.
2022 წელს, მირზა დავითაიას მიერ გადაღებული ფილმი – „ვიწრო ხიდი” მოგვითხრობს ქართული ბატალიონის შესახებ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვის. Მთავარი გმირი კირილი სოხუმში დაიბადა და უკვე მეორედ ებრძვის რუს დამპყრობლებს. ფილმში მოქმედება უკრაინაში ვითარდება და მთავარ ხაზს წარმოადგენს Საქართველო-უკრაინას შორის არსებული მეგობრობა და რუსეთის აგრესია ამ ორი ქვეყნის მიმართ.
დისკუსიის ფორმატში მიმოვიხილავთ ფილმში აღწერილ პრობლემებსა და გამოწვევებს და რუსეთ-უკრაინის მაგალითზე ომის დროს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ფილმის ჩვენება გაიმართება უკრაინულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხსენებელი: ოლეგ ზაგოროდნი, უკრაინელი მსახიობი, აქტივისტი;
მოდერატორი: ნატო მირზაშვილი, ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის მკვლევარი.

მის: ილია ჭავჭავაძის 23.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები