სასწრაფოდ: ავარიას აჭარაში 2 ბავშვი და ქალი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

აჭარაში, გასართობ პარკ ციცინათელასთან ქობულეთი-ურეკის ავტომაგისტრალზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად არიან დაშავებულებიც. გზაზე მოძრავი ავტომობილი, რომელიც გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა, 70 წლამდე ქალბატონს და 3 წლის ბავშვს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. შეჯახების შედეგად მანქანაში მჯდომი 10 წლის გოგონაც გარდაიცვალა. თვითმხილველთა განცხადებით, ავარიისას კიდევ 2 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო ბრიგადები.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები