“სააკაშვილის მიერ დასპონსორებულ შარლატან არახამიას აქვს იმის დრო, რომ საქართველოს ხელისუფლება დაამუნათოს” – გია აბაშიძე

“სააკაშვილის მიერ დასპონსორებულ შარლატან არახამიას, რომელიც მძიმე განსაცდელში ჩავარდნილ უკრაინაზე უნდა ფიქრობდეს, აქვს იმის დრო, რომ საქართველოს ხელისუფლება დაამუნათოს. ვინც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება ყველას აქვს მასავით რუსული კვალი. ასეა დავით არახამია-ბრაუნის შემთხვევაშიც. ამ ფულისტს სხვაგვარად არ შეუძლია არსებობა”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ვინც სააკაშვილს უკავშირდება, ის ყოველმხრივ გახრწნილიცაა, როგორც ნაცსექტა.

“ვინც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება ყველას აქვს მასავით რუსული კვალი. ასეა დავით არახამია-ბრაუნის შემთხვევაშიც. ეს კორუმპირებული “ოსტაპ ბენდერი” იყო უკრაინის მოღალატე, პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ლაქია, შემდგომში, ბედი სცადა სააკაშვილის უკრაინულ “ლუზერ” პარტიაში “Рух Нових Сил”-ში. თუმცა, პოლიტიკურ ავანსცენაზე ზელენსკის გამოჩენისთანავე, მის პარტიაში გადახტა და პარლამენტარობაც მოიპოვა. რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, სანქცირებულ ოლიგარქ აბრამოვიჩთანაც გააბა ბიზნეს-კავშირები. ამ ფულისტს სხვაგვარად არ შეუძლია არსებობა. სააკაშვილის მიერ დასპონსორებულ შარლატან არახამიას, რომელიც მძიმე განსაცდელში ჩავარდნილ უკრაინაზე 24/7 უნდა ფიქრობდეს, აქვს იმის დრო, რომ საქართველოს ხელისუფლება დაამუნათოს. თუმცა, ვინც სააკაშვილს უკავშირდება, ის ხომ ყოველმხრივ გახრწნილიცაა, როგორც ნაცსექტა”- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები