“რუსეთი ზელენსკის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებს” – უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

რუსეთი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებს. გარდა ამისა, პროვოკაციებია მოსალოდნელი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს.

ამის შესახებ უკრაინის 24-ე არხის ეთერში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

“ისინი ამას მუდმივად აკეთებენ. ბევრ ასეთ რამეს გავდივართ, ვმუშაობთ დასწრებაზე. ასევე გვაქვს ინფორმაცია მტრის გეგმების შესახებ, თითქმის ყველა მიმართულებით”, – განაცხადა მან.

დანილოვმა დასძინა, რომ შესაძლოა ყველაფერი არ აღმოჩნდეს კონტროლირებადი, მაგრამ ომის პირობებში ეს ნორმალურია.

ამასთან, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა თქვა, რომ სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ მტრის გეგმების გამოსავლენად და ღირსეული პასუხის გასაცემად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები