აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ტრამპის სახლის ჩხრეკის ორდერი პირადად დაამტკიცა

U.S. Attorney General Merrick Garland speaks about the FBI's search warrant served at former President Donald Trump's Mar-a-Lago estate in Florida during a statement at the U.S. Justice Department in Washington, U.S., August 11, 2022. REUTERS/Evelyn Hockstein

აშშ-ის გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარების ორდერი პირადად დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

როგორც გარლანდმა აღნიშნა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოსგან სახლის ჩხრეკის ორდერის გასაჯაროება მოითხოვა, რაც მისი თქმით, „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით განხორციელდა“.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები