დმიტრო კულება – ოლაფ შოლცს: რუსების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ომს და უკრაინელების მკვლელობას, რუსმა ტურისტებმა ისიამოვნონ რუსეთით

ეს რუსეთის ომია და არა მხოლოდ პუტინის. არა პუტინი, არამედ რუსი ჯარისკაცები მოდიან რუსეთიდან, რათა მოკლან, აწამონ და გაანადგურონ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რუსების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ომს და უკრაინელების მკვლელობას.

„ეს რუსეთის ომია და არა მხოლოდ პუტინის. არა პუტინი, არამედ რუსი ჯარისკაცები მოდიან რუსეთიდან, რათა მოკლან, აწამონ და გაანადგურონ. რუსების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ომს, მიესალმებიან რუსეთის დარტყმებს უკრაინულ ქალაქებზე და უკრაინელების მკვლელობას. მაშინ რუსმა ტურისტებმა ისიამოვნონ რუსეთით“, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ინიციატივას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის ყველა მოქალაქეს შენგენის ზონაში შესვლას აუკრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები