“ეს პუტინის ომია” – შოლცი რუსებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მხარს არ უჭერს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის ზოგადი აკრძალვის იდეას მხარს არ უჭერს.

ამის შესახებ ყოველწლიური პრესკონფერენციის ფარგლებში განაცხადა, წერს Der Tagesspiegel-ი.

“ეს არის პუტინის ომი. და ამიტომ მიჭირს ამ იდეის დათანხმება”, – თქვა მან.

შოლცის თქმით, ევროკავშირმა უკვე მიიღო კრემლის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პერსონალური სანქციები, და “ამას გავაგრძელებთ”.

თუმცა, კანცლერი მართებულად არ თვლის ის სადამსჯელო ზომების შემოღება ყველა რუსი წინააღმდეგ.

მისი შეფასებით, ასეთი აკრძალვა შეასუსტებს სანქციების ეფექტურობას, „თუ ისინი მიმართული იქნებოდა ყველას წინააღმდეგ, მათ შორის უდანაშაულოების წინააღმდეგ”.

ესტონეთის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ ერთ კვირაში ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზების მქონე რუსებს ქვეყანაში არ შეუშვებს, გამონაკლისების გარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები