გერმანიაში ატრაქციონზე მომხდარი ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა

გერმანიაში ატრაქციონზე ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ბავარიის ქალაქ გიუნცბურგში, ლეგოლენდის გასართობ პარკში მოხდა.

გერმანული მედიის ცნობით, ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც ატრაქციონზე მოძრავმა ერთ-ერთმა მატარებელმა ძლიერად დაამუხრუჭა და მეორე მას დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე სამი ვერტმფრენი იყო მობილიზებული. მათი დახმარებით ატრაქციონიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულებიდან 15 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გერმანიის კიდევ ერთ გასართობ პარკში მსგავს ინციდენტს 57 წლის ქალი ემსხვერპლა, რომელიც მოძრავი ატრაქციონიდან გადმოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები