თურქეთი, შვედეთი და ფინეთი 26 აგვისტოს ნატოს გაფართოების საკითხზე შეხვედრას გამართავენ

თურქეთის, შვედეთის და ფინეთის წარმომადგენლები 26 აგვისტოს ნატოს გაფართოების საკითხზე შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეების შეხვედრა ერთობლივ მექანიზმზე სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება, რომელიც ივნისში, მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე იქნა მიღწეული.

ანკარაში ელჩების მე-13 კონფერენციის ბოლო დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთმა და ფინეთმა ჯერ კიდევ არ შეასრულეს მემორანდუმით აღებული ვალდებულებები და რომ მათ ჯერ კიდევ არ გადაუდგამთ რაიმე მყარი ნაბიჯი თურქეთის თხოვნაზე ტერორისტების ექსტრადიციის შესახებ.

სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესისა და აზერბაიჯანთან კავშირების შესახებ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი ამ პროცესში ყველაფერს ძალიან ღიად და გამჭვირვალედ აკეთებს. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა სომხეთს, შეწყვიტოს „შეყოვნების ტაქტიკა“ და გულწრფელად იმოქმედოს.

ამასთან, ჩავუშოღლუმ კომენტარი გააკეთა ევროკავშირთან ურთიერთობებზე და ბლოკში თურქეთის გაწევრიანების მცდელობაზე. მისივე თქმით, ევროკავშირი იქნებოდა გლობალური აქტორი, რომ დათანხმებოდა თურქეთის ბლოკში გაწევრიანებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები