„ენერგოატომი“ – რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დღეს სამჯერ დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ობიექტის მიმდებარე ტერიტორია დღეს სამჯერ დაბომბეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და რადიაციის დონე ნორმალური რჩება.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და ენერგოდარის საცხოვრებელ უბნებს  ცეცხლი 5 და 6 აგვისტოსაც გაუხსნეს.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უმსხვილესია, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები