ანტონიო გუტერეში მხარეებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარებით შეშფოთებულია და რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულ მხარეებს აღნიშნული ტერიტორიიდან ნებისმიერი სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების გაყვანისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ატომური ელექტროსადგურების დაზიანებას შესაძლოა გლობალურად კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

„კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ზაპოროჟიესა და უკრაინაში არსებულ ყველა სხვა ატომურ დაწესებულებასთან ნებისმიერ პოტენციურ ზიანს, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არამხოლოდ ახლომახლო ადგილებში, არამედ მთელ რეგიონში და ასევე მის გარეთ. ეს ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები