შეიძლებოდა თუ არა აგვისტოს ომის თავიდან აცილება – რას ფიქრობს მარგველაშვილი?
ხელისუფლების ქმედებების მაშინდელი მოდელი, ჩვენი სამომავლო ქმედებების სახელმძღვანელო არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “პალიტრა TV-ის“ გადაცემა “რეზიუმეში“ საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტი ამით, ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, შეეძლო თუ არა ყოფილ ხელისუფლებას აგვისტოს ომის თავიდან აცილება?
შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი იმისა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება. ალბათ ყველა პოლიტიკურ ქმედებაში არის შეცდომები. მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე სულ წარსულისკენ ვიყოთ მიბრუნებული. ჩვენ მიბრუნებულები უნდა ვიყოთ დღევანდელი რეალობისკენ და მომავალში უნდა ვიყურებოდეთ. დღევანდელი რეალობა შემდეგია, 2008 წელს მოჰყვა 2014 წელი. დღეს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დროს ხაზი გავუსვი იმას, რომ ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან დაკავშირება უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.