თამარ გაბუნია: არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ის დროებით შეასრულებს.

მისი თქმით, ამირან გამყრელიძემ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მინისტრთან შეთანხმებით მიიღო და უწყებაში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

„ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა იქნება დროებით, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ჩემი საკურატორო ინსტიტუცია და ამდენი ხნის განმავლობაში ასე იყო. მე ახალი დირექტორის გამოვლენამდე დროებით შევასრულებ მოვალეობას. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში და იქნება გადაბარების პროცესი. გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ამირანმა მინისტრთან შეთანხმებით. გაგრძელდება სამუშაო პროცესი, მღელვარების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები