“აფხაზი ხალხი მოძმე სამხრეთ ოსელ ხალხთან ერთად გლოვობს” – ასლან ბჟანია
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ.სამხრეთ ოსელ კოლეგას, ალან გაგლოევს 2008 წელს “განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის წლისთავზე, მხარდაჭერა გამოუცხადა”.
ამის შესახებ ბჟანიას პრესსამსახური იტყობინება.
“არაადამიანური და მზაკვრული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, საქართველომ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ საერთაშორისო საზოგადოებას თავისი ნამდვილი მიზნები და სახე. სამხრეთ ოსეთის მტკიცე და მამაცმა ხალხმა გაუძლო მტრის შემოტევას, დაიცვა თავისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
ჩვენ მადლობელი ვართ რუსეთის ფედერაციის, რომ დგას სამხრეთ ოსი ხალხის დასაცავად, სამართლიანობისა და მშვიდობის დასაცავად. აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხმა იცის, რა არის ნათესავების და მეგობრების დაკარგვის ტკივილი და დღეს, ისინი მოძმე სამხრეთ ოსელ ხალხთან ერთად გლოვობენ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ. მან უსურვა ე.წ. კოლეგას და ხალხს მშვიდობა, სიკეთე და კეთილდღეობა.