“საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ არ წავა, თბილისი მოსკოვთან დაპირისპირებით ბედის ცდუნებას ისევ არ დაიწყებს” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ახალი აგრესია დაიწყოს, რადგან თბილისი მოსკოვთან დაპირისპირებაში ბედის ახლიდან ცდუნებას არ დაიწყებს.

ამის შესახებ მან TASS-სთან ინტერვიუში თქვა.

“რაც შეეხება საქართველოს ახალ, მისგან გამოყოფილი ტერიტორიების წინააღმდეგ, შესაძლო აგრესიას – ეს შეუძლებელია. ჩვენთვის, დღეს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეს კარგად ესმის.

„ისინი არ დაიწყებენ კიდევ ერთხელ ბედის ცდუნებას ისეთ ძალასთან კონფრონტაციაში შესვლით, როგორიც არის რუსეთი”,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები