“2008 წლის საქართველოს და 2022 წლის უკრაინის მოვლენები ერთი ჯაჭვის რგოლებია” – მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა აცხადებს, რომ 2008 წლის საქართველოსა და 2022 წლის უკრაინის რუსეთის შეჭრა,”ერთი ჯაჭვის რგოლებია”.
ამის შესახებ მან TASS-სთან ინტერვიუში თქვა.
„ეს არის ერთიანი პროცესი და საერთო გეგმა, რომელიც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. ის მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა შეერთებული შტატების და სხვა ანგლო-საქსური ქვეყნების სურვილია, შეარყიოს სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. როგორ? მეზობლების მეშვეობით, რუსეთის საზღვართან ახლოს“, – განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, 2008 წლის ომამდე “ამერიკელები ამზადებდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და უბიძგებდნენ ამ ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეტევა განეხორციელებინა სამხრეთ ოსეთსა და რუს სამშვიდობოებზე, ახლა კი აშშ იგივე პროვოკაციულ, პირდაპირ რომ ვთქვათ, კრიმინალური პოლიტიკას უკრაინაში, თუმცა უკრაინაში ევროკავშირის, ბევრად უფრო აქტიური მხარდაჭერით, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა დამოუკიდებლობა“.
“მიზანი უცვლელია: რუსეთის განადგურება. ეს არის დასავლეთის მიერ ინიცირებული უკიდურესად აგრესიული რუსოფობიური გეოპოლიტიკური პროცესის ძირითადი მიზეზი”, – აღნიშნა მედვედევმა.
მისი თქმით, „ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, ამერიკელები კიევში დაუსჯელობის განცდას აძლიერებდნენ, იარაღით ამარაგებდნენ, დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებს ახალისებდნენ“.