გიორგი მარგველაშვილი: მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ ლიდერებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან

  პოლიტიკური სპექტრი ვართ გარანტი იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. მისვე თქმით, ამ პროცესებში პასუხისმგებლობა ყველას – როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას ეკისრება. პრეზიდენტმა პოლიტიკურ ლიდერებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ყველა იმ პოზიციას ვაქცევთ ყურადღებას, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ფიქსირდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ორი თვალსაზრისით – საქართველოს დემოკრატიულობის და საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის კუთხით. ამავე დროს, მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ვართ გარანტი იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას ეკისრება და მე მინდა, მოვუწოდო პოლიტიკურ ლიდერებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა ამ ღია პროცესში ნათლად დადასტურდეს, რომ საქართველო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები