გენერალ დუმბაძის მკვლელობაში მონაწილე პირებს 25 -წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

  დღეს დილით მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის მონაწილე 3 პიროვნებას 4-იდან 25 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც ცნობილია, მკვლელობა მოსკოვში 2012 წელს მოხდა. საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სასამართლომ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტი და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გენერალი რომან დუმბაძე საქართველოში გამოცხადებული იყო, როგორც ქვეყნის მოღალატე და სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ 2008 წელს 12 ქართველი სამხედროს სანაცვლოდ რუსეთის მხარეს გადასცეს. 2012 წელს მან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. 2012 წელს მოსკოვში, რუბლიოვკის გზატკეცილზე დაცხრილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები