პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოლეგებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-ზე წერს.

“კოლეგებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდით. ადგილზე გავეცანით არსებულ მდგომარეობას და მათ საჭიროებებს, მადლიერებაც მოვისმინეთ და პრობლემებზეც ვისაუბრეთ. გავეცანით განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მოვინახულეთ უკვე დასრულებული სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაშენებული ხეხილის ბაღები.

სოფელ არბოში 10 წლის ნიკოლოზი გავიცანით. მამასთან ერთად ოკუპაციის ხაზთან თავისი პატარა ბაღი აქვს გაშენებული, სადაც გვიმასპინძლა კიდეც.

აძვის სკოლაში სტუმრობისას გულთბილი შეხვედრა გვქონდა სკოლის პედაგოგებთან. მოვისმინეთ თუ რა კეთდება და რა არის მომავალში გასათვალისწინებელი. ვინაიდან სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა სასიხარულოდ მზარდია, შევპირდით, რომ სკოლის შენობა გაფართოვდება და დამატებით საკლასო ოთახებს და სპორტულ დარბაზს მიიღებს.

დღის ბოლოს გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდით, სადაც რეგიონში მისიის მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრეთ.

დღე სასიამოვნო ამბით დასრულდა – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ“, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები