ზურაბ ქადაგიძე: აბა ახლა ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ თითქოს ეს ქსენოფობიური კამპანია სპონტანური გამოძახილი იყო?

რა მალე იყიდებით ხოლმე?! აბა ახლა ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ თითქოს ეს ქსენოფობიური კამპანია სპონტანური გამოძახილი იყო? – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის Facebook-სტატუსს.

როგორც ქადაგიძე წერს, ეჭვი ორგანიზებულ კამპანიაში არავის უნდა ეპარებოდეს.

„რა მალე იყიდებით ხოლმე?! აბა ახლა ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ თითქოს ეს ქსენოფობიური კამპანია სპონტანური გამოძახილი იყო?.. ზუსტად დაგეგმილი და მართული რადიკალური ძალებისაგან, უბრალოდ ამან გაახმოვანა… სახელმწიფოს მტრობა და საბოტაჟი სხვა კი არაფერია? მეტი რით უნდა მოახერხონ დაძაბულობის პროვოცირება ამ მანქურთებმა?!“, – წერს ქადაგიძე.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები