გორის მერმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპასა და საქართველოში გამართული ჩემპიონატების გამარჯვებულები, პრიზიორი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად დააჯილდოვა.

გორელმა მოჭიდავეებმა, რომლებიც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს აღზრდილი სპორტსმენები არიან, მიმდინარე წელს საქართველოში გამართულ ასაკობრივ ჩემპიონატებში ჯამში 42 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 17 ოქრო, 11 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. გარდა ამისა, გორელმა მოჭიდავეებმა აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, ხუთი ჩემპიონატიდან სამში გუნდური პირველი ადგილიც მოიპოვეს.

ამავე სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ჩემპიონატებში. მათ ხუთივე ასაკობრივ კატეგორიაში 14 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, 1 ოქრო, 7 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

მიმდინარე წლის საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატები თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა. ამ ეტაპზე გორელი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატებისთვის ემზადებიან.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები