რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფის მუშაობა პროაქტიურად მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფის მუშაობა პროაქტიურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას ხედვების წარმოდგენა შესთავაზა.

“მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფის მუშაობა პროაქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ბოლო შეხვედრის დროს ჩვენს ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს ვთხოვეთ, რომ წარმოედგინათ საკუთარი ხედვა, თუნდაც ის კომენტარები უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით, ვინაიდან დღეს ერთადერთი მოქმედი ვერსია, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს და იძებნება, ეს არის უკრაინული მოდელი, რომელიც ცხადია, თავისი არსით არის საინტერესო, შეიძლება – იყოს განხილვა გარკვეული საკითხების, მაგრამ ჩვენ სწორება მიზანშეწონილია რომ უკვე დამტკიცებულ და ძალაში შესულ საკითხთან ავიღოთ“, – აცხადებს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები