გივი მიქანაძე სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი, გივი მიქანაძე 4-5 აგვისტოს, გუდაურში კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობს. შეხვედრას ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრის მიზანია იმ საჭიროებებისა და გამოწვევების განსაზღვრა, რომლის წინაშეც ახალგაზრდული პოლიტიკა დგას და რომლის გადაწყვეტაშიც პარლამენტს აქტიური როლის შესრულება შეუძლია. სამუშაო დოკუმენტად გამოყენებულ იქნა პარლამენტის მიერ 2020 წელს დამტკიცებული 2020-2030 წლების საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია. შეხვედრის ფორმატში მომზადდა წინადადებები სამუშაო ჯგუფის დებულებაში შესატან ცვლილებებზე, რაც უახლოეს პერიოდში კომიტეტს განხილვისა და დამტკიცების მიზნით წარედგინება.

შეხვედრა ევროკავშირის ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) ინიციატივის ფარგლებში Mercy Corps მიერ განხორციელებული პროექტის “სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში” ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები