ხაინდრავა – უსუფაშვილზე: აი, რა გემართება, პარტია “ლელო”-ში რომ ერთიანდები

 

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერის,, საკუთარ გვერდზე პარლამენტარ დავით უსუფაშვილის პოზიციას, დანილოვის განცხადებასთან დაკავშირებით, ასე აფასებს – „აი, რა გემართება, პარტია “ლელო”-ში რომ ერთიანდები!”

პარტია „ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის განცხადებას ასე გამოეხმაურა: „მსოფლიოში 8 მილიარდი ადამიანია, ყოველი მათგანის პოზიცია არ შეიძლება, ჩვენთვის იყოს სერიოზული და სერიოზულად განსახილველი”.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მორიგჯერ მოუწოდა ომში ჩართვისკენ: „როცა ომი დაიწყო, მქონდა კამათი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან, საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. დღესაც მიმაჩნია, რომ თუ საქართველო ამ რეგიონებს (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს) საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, საკუთარი მიწები დაიცვას. ასევე, სხვა ქვეყნებმა – თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენია, მოგვბაძეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ. ისინი მხოლოდ იცდიან. დღეს ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ჩვენი იმედი – ჩვენი გამარჯვების შემდეგ ისინი დაიტაცებენ რუსეთის ტერიტორიებს და დაიბრუნებენ იმას, რაც რუსეთმა მათ წაართვა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები