სავაჭრო პალატა ,,ღია დიალოგი ბიზნესთან“-ფორმატის ფარგლებში, მეწარმეებისთვის ბიზნესის მხარდამჭერ საგრანტო პროექტების გაცნობას აგრძელებს

საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით, ,,ღია დიალოგი ბიზნესთან“-ფორმატის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა რეგიონის მეწარმეებთან ოზურგეთში გაიმართა.

“შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მეწარმეები გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილი ბიზნესის მხარდამჭერ საგრანტო პროექტებს. ასევე, მოეწყო პრეზენტაციები სოფლის განვითარების სააგენტოს, ,,აწარმოე საქართველოში’’, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის პროგრამების შესახებ.

მეწარმეებმა მათთვის საჭირო კითხვებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. გარდა ამისა, ისაუბრეს ბიზნესის არსებულ გამოწვევებზე, რათა მოხდეს დონორებთან და შესაბამის უწყებებთან პრობლემური საკითხების მიტანა და ბიზნესის ხელშეწყობა.

სავაჭრო პალატა მეწარმეებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრებს იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონებში უახლოეს დღეებში გამართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები