“ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ტერორისტული ქმედება და პროვოკაცია მტკიცედ იქნება აღკვეთილი” – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
სამმხრივი შეთანხმების მიუხედავად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოები არიან განლაგებული, საფრთხეს წარმოადგენს,- ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ადგილობრივ მედიას თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ამ ტერიტორიების დელიმიტაცია, იქიდან სომხური ჯარების სრული გაყვანა და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება სავალდებულოა.
„ვხელმძღვანელობთ რა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციით, ნებისმიერი ტერორისტული აქტი და პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე, მტკიცედ იქნება აღკვეთილი და საპასუხო ღონისძიებები უფრო გამანადგურებელი იქნება“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ “აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული ოპერაციის „ანგარიშსწორების“ შემდეგ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია დროებით განლაგებული, მათ შორის სახელმწიფო საზღვარზეც, შედარებით სიმშვიდეა. ოპერატიული ვითარება ჩვენი ქვედანაყოფების სრული კონტროლის ქვეშ არის”.