ირანის საელჩო აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის მობილიზების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
აზერბაიჯანში ირანის საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანი აზერბაიჯანის საზღვართან მძიმე ტექნიკის მობილიზებას ახდენს, “ფეიკს” უწოდებს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის მცველთა კორპუსს (სეპაჰ) არ აქვს ოფიციალური ტელეგრამის არხი. სეფაჰის ოფიციალური პოზიციას შეგიძლიათ, გაეცნოთ ოფიციალური არხებით და ამ სტრუქტურის წარმომადგენლის მეშვეობით. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. ეს კადრები რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული. ამგვარ ჭორებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭების მიზნით, არაკეთილისმოსურნეები ავრცელებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.