აშშ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულია და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატები მთიან ყარაბაღში არსებული ვითარებით შეშფოთებულია და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს, ინფორმაციას დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ.

„დაძაბულობის შესამცირებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ მოვუწოდებთ. დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე ყველა დარჩენილი საკითხის მოლაპარაკებების, ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების აუცილებლობას“, – ნათქვამია ნედ პრაისის განცხადებაში.

3 აგვისტოს მთიანი ყარაბაღის ზონაში, ლაჩინის მიმართულებით სროლას 1 აზერბაიჯანელი სამხედრო შეეწირა, ასევე დაღუპულია მთიანი ყარაბაღის 2 სამხედრო, 19 დაშავდა, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო ერთი კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები