გია ვოლსკი – სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე: სასამართლოზე ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ

ვერანაირ გავლენას სასამართლოზე ჩვენ ვერ მოვახდენთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ვის უნდა ვუთხრათ? მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ მოდი რა, გადაუვადე რა, თუ ძმა ხარ? „ქართულ ოცნებას“ ეკითხებიან სააკაშვილის ციხიდან გაშვებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ხართ თუ არა, ანუ თქვენი თავის ილუსტრაციას მოახდენთ თუ არა, რომ თქვენ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება უკარნახოთო. ეგ გამორიცხული თემაა. ვერანაირ გავლენას სასამართლოზე ჩვენ ვერ მოვახდენთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები