პარლამენტის წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიხეილ სარჯველაძემ და რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღეს USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციების „მაკ-ჯორჯიას“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების მომსახურების მნიშვნელობაზე, ასევე, განიხილეს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების საქმიანობისა და მომსახურების სტანდარტი.

უწყების ცნობით, აღინიშნა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დაფუძნებული და მათ მიერ მართული ორგანიზაციაა, რომელიც შექმნილია შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის საჭირო მომსახურების განვითარების მიზნით. აღნიშნულთან ერთად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს თემის ინტერესების დაცვას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წინაშე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ შშმ პირთა თემის, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები