გურამ მაჭარაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტია

არ გამოვრიცხავთ იმას, რომ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტია, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების მიერ სახალხო მოძრაობის – “ხალხის ძალა” დაარსებას გამოეხმაურა.

“არ გამოვრიცხავთ იმას, რომ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტია, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის მხრიდან არ არის იმ კითხვებზე პასუხები გაცემული, რა კითხვებიც იქნა გაჟღერებული. გვაქვს მიზნად დასახული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ავაცილოთ ამ ურთიერთობებს ის ზიანი, რომელიც შეიძლება, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ვინმეს ჰქონდეს დაგეგმილი”, – თქვა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” უკვე ოთხმა წევრმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა – დატოვა. როგორც მათ განმარტეს, მათი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ უწევთ პარტიის, ფრაქცისაა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები