ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრს ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის საკითხის განხილვა და მოხსენების მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ მოქალაქეთა მიერ გამოქვეყნებულ პეტიციას უპასუხა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის კონსტიტუციის 51-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ქალისა და მამაკაცის თავისუფალ თანხმობას ეფუძნება. ამასთანავე, 157-ე მუხლის მიხედვით, საომარი მდგომარეობის პირობებში კონსტიტუციის შეცვლა შეუძლებელია.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის პრემიერ-მინისტრს ელექტრონულ პეტიციაში დასმული საკითხის განხილვის და შესაბამისი შედეგების შესახებ მოხსენების მომზადების მოთხოვნით მიმართა.

„მთავრობა მუშაობდა უკრაინაში სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზების ვარიანტებზე. კონსტიტუციის 116-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინის მთავრობა დგამს ნაბიჯებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის კუთხით“, – აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები