ჩვენი კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ტაივანში გამოხატავს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ტაივანის ძლიერი დემოკრატიის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი განცხადებას ავრცელებს.
როგორც ნენსი პელოსი აცხადებს, ამერიკის სოლიდარობა ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის.
„ჩვენი ვიზიტი არის ჩვენი ფართო მოგზაურობის ნაწილი ინდო-წყნარ ოკეანეში – მათ შორისაა სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია. აღნიშნული ვიზიტები ორიენტირებულია ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებაზე.
ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან ფოკუსირებული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ამერიკის სოლიდარობა ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, – აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პეკინის გაფრთხილების მიუხედავად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.