პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულები მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით “სამოქალაქო თავდადებისათვის” დაჯილდოვდნენ.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები: ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები