კახა კალაძე: ხელფასების დაანონსებული მატება მისასალმებელია – მნიშვნელოვანია, საჯარო მოხელეების ყოველდღიური მუშაობა დავაფასოთ

“მისასალმებელია ხელფასების მატება, რომელიც დაანონსდა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საჯარო მოხელეების ყოველდღიური მუშაობა დაფასდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დავაფასოთ საჯარო მოხელეების ყოველდღიური მუშაობა, ადამიანები, რომლებიც მართლაც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან ამ ქვეყანას. ისინი განაწილებული არიან სხვადასხვა სამინისტროში, სხვადასხვა სამსახურში. ხელფასების მატება, რომელიც იქნა დაანონსებული და ყოველწლიურად 2026 წლამდე 10-პროცენტიანი მატება იქნება, ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. მინდა, ჩემს თანამშრომლებსაც ვუთხრა, რომ მომავალი წლიდან მათი სახელფასო განაკვეთი 10%-ით გაიზრდება და ეს გაგრძელდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ კომფორტულად, დაუფასდეთ თავიანთი შრომა, რასაც 24-საათიან რეჟიმში აკეთებენ“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები