ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მხარის რწმუნებულებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე რეგიონულ პროექტებს. პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებისგან მოისმინა ინფორმაცია ტურისტული სეზონისა და სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრას მთავრობის კაბინეტის წევრები და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი ჩხენკელი დაესწრნენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=oK81EuzRSH0″ width=”560″ height=”315″]