ირაკლი ღარიბაშვილი: გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ მამუკა ონაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური მამუკა ონაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მომღერლის, მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი მამუკას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.