კოლუმბიაში თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა
კოლუმბიაში, ნარინოს მუნიციპალიტეტში, ასევე, ვალლე დელ კაუკასში თემის ლიდერებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ადგილობრივი თემების 4 ლიდერია.
ნარინოს მუნიციპალიტეტში შეიარაღებული პირები ბილიარდის დარბაზში შეიჭრნენ, სადაც ავას თემის ოთხი ლიდერი მოკლეს, ორი ადამიანი დაშავდა.
ვალლე დელ კაუკასში კი ბოროტმოქმედებმა ადამიანთა ჯგუფს გაუხსნეს ცეცხლი, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა.
ყოფილმა სენატორმა, ფელიციანო ვალენსიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ძირძველი ხალხის წინააღმდეგ ახალი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს”.
კოლუმბიის ძირძველი ხალხების ეროვნულ ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ თავდასხმების შედეგად ივნისამდე, სულ მცირე, 85 მკვიდრია მოკლული, მათ შორის, ავას ხალხის 30 წარმომადგენელი.