ხელვაჩაურში თურქული კომპანიის 250 ტონა ვადაგასული ჩაი აღმოაჩინეს
ხელვაჩაურის საწყობში 250 ტონა ვადაგასული ჩაი ინახება. თურქულმა კომპანია “ატლასმა” საქართველოში 250 ტონა ვადაგასული შავი ჩაი დაფასოებული საექსპორტო ეტიკეტით დაამზადა. კომპანიის წარმომადგენლები აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას აღიარებენ, რომ ტვირთი საბაჟოზე შეუმოწმებლად შევიდა და ჩაი ვადაგასული იყო. კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, რომ კომპანია თურქეთიდან და ირანიდან იმპორტირებულ ვადაგასულ პროდუქციას ახალში ურევს და დაფასოების შემდეგ ჩაის საზღვარგარეთ საქართველოს სახელით გზავნის. როგორც აჭარის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაარკვია, აღნიშნული ჩაის პროდუქცია ქსელში არ გასულა.