საპატრულო პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან გაუჩინარებული 2 მოზარდი იპოვა
საპატრულო პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან გაუჩინარებული 2 მოზარდი იპოვა.
“კვირას” ინფორმაციით, სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი გოგონები თბილისში იპოვეს. ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, გარდაბანში, 2 არასრულწლოვან გოგოს რამდენიმე დღე ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავები იყვნენ ჩართულნი.